loader

ერევანში ბანკის მძარცველი, რომელიც პოლიციის პოლკოვნიკი აღმოჩნდა, დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანში ბანკის მძარცველი, რომელიც პოლიციის პოლკოვნიკი აღმოჩნდა, დააკავეს

ერევანში HSBC ბანკის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა პოლიციის პოლკოვნიკმა განახორციელა. ამის შესახებ სომხეთის პოლიციის მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ედგარ ჯანოიანმა განაცხადა.

„ადგილობრივი დროით 14:25 საათზე დანით, ხელყუმბარითა და თოფით შეიარაღებული პოლიციის პოლკოვნიკი დანიელ დანიელიანი HSBC ბანკის ფილიალში შევიდა, დაჭრა ბანკის ორი თანამშრომელი, ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა. თავდამსხმელმა აიღო ფული და გაქცევა სცადა. ადგილზე მისულმა ოპერატიულმა ჯგუფმა მას ალყა შემოარტყა. თავდამსხმელმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, დაჭრა ერთ-ერთი მათგანი, თუმცა ოპერატიულმა ჯგუფმა მისი გაუვნებელყოფა და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა შეძლო“, - განაცხადა ჯანოიანმა.