loader

რომის პაპის ძვირადღირებული ავტომობილი Sotheby's აუქციონზე 715 ათას ევროდ გაიყიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომის პაპის ძვირადღირებული ავტომობილი Sotheby's აუქციონზე 715 ათას ევროდ გაიყიდა

რომის პაპის Lamborghini Huracan-ის ტიპის ავტომობილი მონაკოში Sotheby's აუქციონზე 715 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ANSA იუწყება. აღსანიშნავია, რომ აუქციონზე რომის პაპის გაყიდული ავტომობილის საფასურმა მის საბაზრო ფასს თითქმის ოთხჯერ გადააჭარბა. Lamborghini Huracan-ის ტიპის ავტომობილების საბაზრო ფასი 183 ათას ევროს შეადგენს.

ავტომობილის გაყიდვისგან მიღებული თანხები ქველმოქმედებაზე განაწილდება. აღნიშნული ავტომობილი რომის პაპს 2017 წლის ნოემბერში აჩუქს. პაპმა მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას აუქციონზე გაიტანდა.