loader

საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ - ნიკოლ ფაშინიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ - ნიკოლ ფაშინიანი

ოფიციალური ერევანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტზე მუშაობს. ამის შესახებ ფაშინიანმა "სპუტნიკს" განუცხადა კითხვაზე, აპირებს თუ არა ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 26 მაისს თბილისში ჩასვლას.

"საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. როგორც კი ჩვენ ვადებზე შევთანხმდებით, მე აუცილებლად გაცნობებთ", - განაცხადა ფაშინიანმა.