loader

ერევანში აქციის მონაწილეები სომხეთის გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერევანში აქციის მონაწილეები სომხეთის გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ

ერევანში სომხეთის გენერალური პროკურატურის შენობასთან ასამდე დემონსტრანტი სომხეთის გენერალური პროკურორის, არტურ დავთიანის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბა.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ გენერალური პროკურორი გამოვიდეს და პასუხი გაგვცეს, ამ წლების განმავლობაში მისი უწყება რატომ თითხნიდა საქმეებს უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ. ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს", - განაცხადა უფლებადამცველმა ვარდგეს გასპარიმ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოუწოდა, შეწყვიტონ ქუჩების გადაკეტვა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები.


იხილეთ ასევე: ვინ არის სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" ლიდერი და როგორი იყო მისი გზა აქტივისტობიდან პრემიერ-მინისტრობამდე?