loader

კოშმარი მერილენდის ქუჩებში, რომელიც ფილმის კადრებს მოგაგონებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოშმარი მერილენდის ქუჩებში, რომელიც ფილმის კადრებს მოგაგონებთ

წყალდიდობის გამო მერილენდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. CNN-ის ინფორმაციით, ქალაქი ელიოტი დატბორილია. ადიდებული მდინარის წყლით არის დაფარული ქალაქის მთავარი ქუჩა, შენობების პირველი სართულები. მანქანები წყალში დაცურავს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წყალდიდობა ქალაქში ბოლოს 2 წლის წინ იყო. შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა და ათობით შენობა დაზიანდა.

ელიოტში სამაშველო სამსახურები მუშაობენ, მოსახლეობას მოუწოდებენ, ცენტრიდან მოშორებით გავიდნენ. ქალაქში მუშაობს თავშესაფარიც. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ წვიმა კვლავ შენარჩუნდება.