loader

2022 წელს ოკეანეზე სახელმწიფო გაშენდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2022 წელს ოკეანეზე სახელმწიფო გაშენდება

ამერიკელი ინვესტორი და ბიზნესმენი, საგადასახადო სერვის Pay Pal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პიტერ ტილი 50 მილიონ დოლარს ჩადებს სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელიც მთლიანად
წყალზე იქნება განლაგებული. მეცნიერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობით, ასევე, ფრანგული პოლინეზიის ხელისუფლების მხარდაჭერით, ბიზნესმენი აპირებს მინი-სახელმწიფოს შექმნას, რომლის მოსახლეობა 300 მსხვილ ობიექტზე იცხოვრებს.

უორვიკის უნივერსიტეტის მეცნიერებს, რომლებიც პროექტზე მუშაობენ, მიაჩნიათ, რომ ხელოვნურად გაშენებული სახელმწიფო აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბებას შეძლებს, რომელსაც საკუთარი ციფრული ვალუტა Vayron-ი ექნება.

მთლიანი ობიექტი ერთი მთლიანი კონსტრუქცია იქნება 118 კუნძულით, რომელსაც ბარიერები იცავს. უნიკალური არქიტექტურული კომპლექსი წყნარ ოკეანეში, ტაიტის კუნძულების მახლობლად გაშენდება.