loader

აშშ-მა გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭო დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-მა გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭო დატოვა

აშშ-მა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს გაეროში მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განუცხადა.

"აშშ ოფიციალურად ტოვებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ვინაიდან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ გავაკეთებთ ამას, თუ პროგრესს ვერ დავინახავთ. უკვე დიდი ხანია, რაც ეს საბჭო ადამიანის უფლებების დამრღვევთა დამცველი და პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდა. სამწუხაროდ, ახლა ნათელი გახდა, რომ ჩვენს მოწოდებებს ამ ორგანოს რეფორმირების შესახებ ყურადღება არავინ მიაქცია. ადამიანის უფლებების დამრღვევები რჩებიან საბჭოს შემადგენლობაში. მსოფლიოში ყველაზე არაადამიანური რეჟიმები კვლავ აყალიბებენ კრიტიკულ დღის წესრიგს, საბჭო კი კვლავ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.