loader

წყალდიდობა და მეწყერი ვიეტნამში - დაღუპულია 17 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალდიდობა და მეწყერი ვიეტნამში - დაღუპულია 17

ვიეტნამში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და 11 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ვიეტნამის სტიქიური უბედურების კომიტეტი აცხადებს, 700-მდე მაშველი ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუირებას ახორციელებს და ასევე მიმდინარეობს უგზო-უკვლოდ დაკარგულების ძებნის ოპერაცია.

წინასწარი შეფასებებით, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მიყენებული ზარალი 2,3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში ტროპიკული წვიმებისა და მეწყერის შედეგად ვიეტნამში 390 ადამიანი დაიღუპა.