loader

სპეცოპერაცია მოსკოვში: როგორ გაათავისუფლეს ქალი, რომელიც მამაკაცმა მაღაზიაში მძევლად აიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია მოსკოვში: როგორ გაათავისუფლეს ქალი, რომელიც მამაკაცმა მაღაზიაში მძევლად აიყვანა

მოსკოვში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ერთ-ერთ მაღაზიაში მძევალი ჰყავდა აყვანილი. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთის მძევალი ქალბატონი პოლიციამ გაათავისუფლა და საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სხეულზე უმნიშვნელო სახის დაზიანებები აღენიშნება. მამაკაცი კი, რომელიც მაღაზიაში შეიჭრა და მძევალი აიყვანა, დაკავებულია.

ამ დროისთვის ქალაქის პოლიციაში რაიმე სახის კომენტარი არ გაკეთებულა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

პოლიციაში შესული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთ მაღაზიაში მამაკაცს უკანონოდ ჰყავდა დაკავებული სავაჭრო ორგანიზაციის თანამშრომლები.