loader

მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები

სააგენტო Bloomberg-მა ("ბლუმბერგმა") მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის შედგენისას Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემები გამოიყენეს. 15 ივნისის მონაცემებით, მსოფლიოს 25 უმდიდრესი ოჯახი 1 ტრილიონ 100 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.

რეიტინგში პირველ ადგილზე უოლტონების ოჯახი მოხვდა, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს მაღაზიათა ქსელს, Walmart-ს ("ვოლმარტი") ფლობს. ამ ოჯახის ქონება 151 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შემდგომ პოზიციაზე არიან კორპორაცია Koch Industries-ის ("კოხ ინდასტრიზი") დამფუძნებლის, ფრედ კოხის შვილები, რომლებიც ერთობლივად 90 მილიარდიან ქონებას ფლობენ. მესამე ადგილზე კი კონცერნ Mars-ის ("მარსი") დამფუძნებლის, ფრენკ მარსის მემკვიდრეები მოხვდნენ, რომელთა ქონებაც 88 მილიარდად არის შეფასებული.

რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: Hermеs-ის ("ჰერმესი") დამფუძნებლები, Chanel-ისა ("შანელი") და Reliance Industries-ის ("რელიანს ინდასტრიზი") მფლობელი ოჯახები, BMW-ს მფლობელი გერმანული კვანდტების ოჯახი, ამერიკული კარგილის ოჯახი; გერმანული ბაუმბახებისა და ბიორინგერის ოჯახები, რომლებიც ფარმაცევტულ კომპანია Boehringer Ingelheim-ს ("ბორინგერ ინგელჰეიმი") ფლობენ და რამდენიმე ოჯახი, რომლებიც მსოფლიოში უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიას, Anheuser-Busch InBev-ს ფლობენ.