loader

უცნაური ისტორია, რომელიც 12 მოზარდსა და მათ მწვრთნელს გადახდა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცნაური ისტორია, რომელიც 12 მოზარდსა და მათ მწვრთნელს გადახდა თავს

12 ტა­ი­ლან­დე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ბიჭი და მათი მწვრთნე­ლი, რომ­ლე­ბიც გა­მოქ­ვა­ბულ­ში ჩარ­ჩნენ და გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლეს, ცო­ცხლე­ბი არი­ან, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლოა, გა­მოქ­ვა­ბულ­ში მო­უხ­დეთ დარ­ჩე­ნა, ვიდ­რე წყალ­დი­დო­ბა არ გა­და­ივ­ლის. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გუნ­დი 9 დღის წინ გა­უ­ჩი­ნარ­და და მყვინ­თა­ვებ­მა ისი­ნი გუ­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მაშ­ვე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ბი­ჭებს ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი და საკ­ვე­ბი მი­ა­წო­დონ.

ბი­ჭე­ბი მი­წის ქვეშ, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ორმა ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თავ­მა იპო­ვა, რომ­ლე­ბიც სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას შე­უ­ერ­თდნენ. ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კლდის შვე­რილ­ზე ის­ხდნენ და მაშ­ვე­ლებს ეძახ­დნენ, რომ ცა­მე­ტი­ვე მათ­გა­ნი ცო­ცხა­ლია და ძა­ლი­ან შიათ. 

ჩრდი­ლო­ეთ ტა­ი­ლან­დში მდე­ბა­რე გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის კომ­პლექ­სი თამ ლუ­ან­გი წვი­მის სე­ზო­ნის დროს ხში­რად იტ­ბო­რე­ბა. წყალ­დი­დო­ბა სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბრამ­დე გრძელ­დე­ბა. ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნა გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ მათ წყალ­ში ყვინ­თვას ას­წავ­ლი­ან. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გან გა­მო­უც­დე­ლი მყვინ­თა­ვე­ბის­თვის სა­ში­ში კო­რი­დო­რე­ბის გავ­ლა, სა­დაც ტა­ლა­ხია და ხილ­ვა­დო­ბა სრუ­ლი­ად არ არის, ძა­ლი­ან სა­ში­ში ოპე­რა­ცია იქ­ნე­ბა.


ასევე დაგაინტერესებთ: ტაილანდში გამოქვაბულში დაკარგულ საფეხბურთო გუნდის წევრებსა და მათ მწვრთნელს უკვე მესამე დღეა ეძებენ