loader

ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების ქართველი და სომეხი წევრები დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების ქართველი და სომეხი წევრები დააკავეს

ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების ქართველი და სომეხი წევრები დააკავეს. სპეცოპერაცია ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა და მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი იღებდა მონაწილეობას.

აღნიშნული სპეცოპერაციის საშუალებით გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ "კანონიერ ქურდთან" ერთად, ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ. სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობა, ფულის გათეთრება და ა.შ.