X
კადრები, რომლებსაც მთელი მსოფლიო სულგანაბული ელის - ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების ამოყვანის ოპერაცია
19:26 / 08-07-2018
სამაშველო ოპერაცია მღვიმეში დროებით შეჩერდა - ოფიციალური პირები მხოლოდ 4 ბიჭის ამოყვანას ადასტურებენ. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ნა­რონგსაკ ოსო­ტა­ნა­კორ­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპე­რა­ცი­ა­ში 90 მყვინ­თა­ვი მო­ნა­წი­ლე­ობს, მათ­გან 40 ტა­ი­ლან­დე­ლია, 50 კი - სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­ვი­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

ნა­რონგსაკ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მაშ­ვე­ლებ­მა 4 ბიჭი ამო­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 17.40 წუთ­ზე მი­იყ­ვა­ნეს, ამ დრო­ის­თვის ოთხი­ვე მო­ზარ­დი კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა და თავს კარ­გად გრძნობს.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია 10 სა­ა­თით შე­წყდა და დი­ლით კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა. ამ დროს კი მაშ­ვე­ლე­ბი მო­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ი­ლან­დში ახლა ძლი­ე­რი წვი­მაა. მღვი­მე­ში 9 ფეხ­ბურ­თე­ლი რჩე­ბა, მათ შო­რის არის მწვრთნე­ლი.

რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მაშ­ვე­ლებ­მა 6 მო­ზარ­დის ამოყ­ვა­ნა შეძ­ლეს, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით არ და­დას­ტურ­და.

12 ფეხ­ბურ­თე­ლი და მათი მწვრთნე­ლი ექ­სკურ­სი­ა­ზე 23 ივ­ნისს წა­ვიდ­ნენ. წყალ­დი­დო­ბის გამო გა­მო­სას­ვლე­ლი და­იტ­ბო­რა და უკან დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ შეძ­ლეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 9 დღის შემ­დეგ ისი­ნი ბრი­ტა­ნელ­მა მყვინ­თა­ვებ­მა იპო­ვეს, თუმ­ცა იმის გამო, რომ გვი­რა­ბე­ბი მთლი­ა­ნად წყლი­თა და ტა­ლა­ხით არის სავ­სე, ბი­ჭე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბოდა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ქონების მფლობელია არჩეული პრეზიდენტი? - ზურაბიშვილის ბინები თბილისში, პარიზში და საბანკო ანგარიშები...
ლეგენდარული "ჟიგული", რომელიც დიღმის მასივში, მე-4 სართულზე 20 წელზე მეტ ხანს იდგა, ჩამოიყვანეს