loader

რა პირობებში უწევთ მუშაობა მაშველებს გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა პირობებში უწევთ მუშაობა მაშველებს გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დასახმარებლად

ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან დარჩენილი ოთხი მოზარდისა და მათი 25 წლის მწვრთნელის ევაკუაცია დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 19 მყვინთავისგან შემდგარი ჯგუფი გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:08 საათზე შევიდა.

"თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, დღეს ოთხივე ბავშვი და მწვრთნელი გამოყვანილნი იქნებიან", - განაცხადა ოპერაციის ხელმძღვანელმა ნარონგსაკ ოსოთხანაკონმა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის 12 მოზარდი მწვრთნელთან ერთად 23 ივნისს გაუჩინარდა. ისინი 7-კილომეტრიან გამოქვაბულში შევიდნენ, სადაც წყალდიდობის გამო ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. მაშველებმა ისინი მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოაჩინეს.


ასევე დაგაინტერესებთ: 

რა მოხდა ტაილანდში? - მსოფლიო ბავშვების გადარჩენის მოლოდინში

გამოქვაბულში ჩარჩენილი 25 წლის ტაილანდელი მწვრთნელის ტრაგიკული წარსული