რა ბედი ეწია 13 წლის გოგონას, რომელიც პატარა ძმისშვილის გადასარჩენად სატვირთო მანქანას შეასკდა
13 წლის ჯაილა უოლასი ნამდვილი გმირია. ავტობუსიდან გადმოსვლისას მისი 4 წლის ძმისშვილი მომავალი სატვირთო მანქანისკენ გაიქცა, რომელიც ჯაილამ მაშინვე შენიშნა და მის გადასარჩენად გაეშურა. მიუხედავად იმისა, რომ ჯაილამ ბავშვს დროულად მიუსწრო, სატვირთო მანქანამ ორივე მოისროლა. 4 წლის პატარა ჯორდანმა თავის ქალის დაზიანება მიიღო, თუმცა, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. რაც შეეხება ჯაილას, მას კისერი აქვს მოტეხილი, თუმცა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.