loader

დონალდ და მელანია ტრამპებმა დედოფალი ელიზაბეტ მეორე ალოდინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ და მელანია ტრამპებმა დედოფალი ელიზაბეტ მეორე ალოდინეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ მელანიამ დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ მეორესთან შეხვედრაზე დააგვიანეს. ამის შესახებ გამოცემა Straits Times წერს.

მისი ინფორმაციით, დედოფალი ტრამპს 10 წუთზე მეტხანს ელოდებოდა. ხელის ჩამორთმევისა და ხანმოკლე საუბრის შემდეგ დედოფალი, აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი სამეფო გვარდიის საპატიო ყარაულის მიერ შესრულებულ გამოსვლას დაესწრნენ.

დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ს მე-12 პრეზიდენტი, რომელიც ელიზაბეტ მეორეს პირადად შეხვდა.