loader

ვინ არის ხორვატიის ნაკრების გამორჩეული გულშემატკივარი და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პრეზიდენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ხორვატიის ნაკრების გამორჩეული გულშემატკივარი და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პრეზიდენტი

ხორვატიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მთელი ქვეყანა ქომაგობს, ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა თქვა, რომ საფრანგეთთან ფინალურ მატჩზე მათთან ერთად მოედანზე 4.5 მილიონი თანამემამულე გავა.

თუმცა, მათგან ყველაზე გამორჩეული ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩია.

50 წლის კოლინდა ალბათ, მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პრეზიდენტია. ის 2008-2011 წლებში ხორვატიის ელჩი იყო აშშ-ში, 2011-2014 წლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, 2015 წლის 11 იანვარს კი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

ხორვატიის პრეზიდენტი ფლობს ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებს, ჯორჯ ვაშინგტონის და ჰარვარდის უნივერსიტეტების სტიპენდიანტია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გრაბარ-კიტაროვიჩი "ლუჟნიკებზე" თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს გულმხურვალედ 
გულშემატკივრობდა.

www.sportall.ge

ასევე იხილეთ: დაძაბული და სანახაობრივი ფინალი: 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი გახდა

როგორ ულოცავს ხორვატიის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებას