ვინც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობს, მათ შორის, საქართველოს NATO-ს ორბიტაში ჩართვით, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებზე უნდა იფიქროს - ვლადიმერ პუტინი
09:42 / 20-07-2018
"ამგვარ აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენენ რუსეთისთვის, ჩვენ თანაზომიერი რეაგირება გვექნება. ჩვენმა კოლეგებმა, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე თამაშობენ, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ს ორბიტაში ჩართვით, უნდა იფიქრონ ამგვარი უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების საფუძველი თანამშრომლობისა და ნდობის განვითარებაშია.