loader

ივანკა ტრამპმა ტანსაცმლის ხაზი დახურა - რა გახდა მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანკა ტრამპმა ტანსაცმლის ხაზი დახურა - რა გახდა მიზეზი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა 2007 წლიდან ტანსაცმლის საკუთარ ხაზს ფლობს. ტრამპის ტანსაცმლის ხაზის მწარმოებელ ფაბრიკაში მომუშავე ქალების განცხადებით, იმდენად დაბალი ხელფასი აქვთ, რომ შვილებთან ერთად ცხოვრებასაც კი ვერ ახერხებენ. ინდონეზიის ქალაქ სუბანგეში მდებარე ფაბრიკაში მომუშავე ქალების თქმით, მათი ყოველთვიური ხელფასი 173 დოლარია, რაც ინდონეზიაში მინიმალური სახელფასო ზღვარია. გარდა მომუშავეების მწვავე კრიტიკისა, ტანსაცმლის ხაზის დახურვის სხვა მიზეზად, აგრეთვე, ივანკას პოლიტიკაში ჩართვას ასახელებენ. ბევრი თვლის, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი თავის ბრენდთან დისტანცირდა.