loader

გადამწვარი სახლები, განადურებული ტყეები და უამრავი გარდაცვლილი - დრონით გადაღებული კადრები საბერძნეთის სტიქიის ზონიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადამწვარი სახლები, განადურებული ტყეები და უამრავი გარდაცვლილი - დრონით გადაღებული კადრები საბერძნეთის სტიქიის ზონიდან

საბერძნეთის ხელისუფლება ხანძრისგან დაზარალებულების დასახმარებლად სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამიდან 20 მილიონ ევროს გამოჰყოფს. გარდა ამისა, საბერძნეთის მთავრობამ რიგი ზომები მიიღო დაზარალებულების დასახმარებლად.

როგორც საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრის ტზანაკოპულოსმა განაცხადა, აღნიშნული ზომები შეეხება სტიქიის ადგილას მცხოვრები მოქალაქეების საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე გაიხსნება სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც სახელმწიფო და ნებისმიერი მსურველი ფულს გადარიცხავს ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებული ოჯახების დახმარების ძირითადი პაკეტი და საკომპენსაციო თანხა მოგვიანებით დასახელდება, როდესაც სტიქიის შედეგები სრულად იქნება შეფასებული.

საბერძნეთში ორშაბათს დაწყებული ტყის ხანძრის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.


ასევე დაგაინტერესებთ: თვითმფრინავიდან გადაღებული საბერძნეთის ხანძარი, რომელსაც უკვე 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთ ღამეში 24 ადამიანი ემსხვერპლა: მთავრობა სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართავს