loader

ანტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - დაკავებულები 17 და 19 წლის ახალგაზრდები არიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - დაკავებულები 17 და 19 წლის ახალგაზრდები არიან

თურქეთში, ანტალიაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან 17 და 19 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც სავაჭრო ცენტრში ტანსაცმლის მაღაზიაში პროდუქცია მოიპარეს.

მაღაზიის მეპატრონეებმა ქურდობის ფაქტი შეამჩნიეს და პოლიცია გამოიძახეს. პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც დაკავებულები პროდუქციაზე დამაგრებულ ჩიპებს ხსნიდნენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, ერთი დაკავებული გაუშვეს, ხოლო მეორე კი პატიმრობაში დატოვეს.