loader

ძლიერი ხანძარი გერმანიაში - შემზარავი კადრები ადგილიდან, სადაც 200-მდე მეხანძრეა მობილიზებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი ხანძარი გერმანიაში - შემზარავი კადრები ადგილიდან, სადაც 200-მდე მეხანძრეა მობილიზებული

გერმანიაში ტყის ხანძრების გამო ფიხტენვალდის დასახლებული პუნქტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, მზად იყვნენ შესაძლო ევაკუაციისთვის. ხანძრის გავრცელების ფართობი 90 ჰექტარს შეადგენს. მისი ჩაქრობის ოპერაციაში ორასამდე მეხანძრეა ჩართული.

მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას, რათა მისი გავრცელება არ მოხდეს დასახლებულ პუნქტებში.