loader

როგორ აკავებენ მოსკოვში ბანდის წევრებს, რომლებიც ბიზნესმენებს ატერორებდნენ - სპეცოპერაციის ამსახველი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ აკავებენ მოსკოვში ბანდის წევრებს, რომლებიც ბიზნესმენებს ატერორებდნენ - სპეცოპერაციის ამსახველი კადრები

მოსკოვში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, რომლებიც დედაქალაქსა და რუსეთის სხვა რეგიონებში ბიზნესმენებს ატერორებდნენ. ბანდა, რომლის მეთაური ასლუდდინ კალიმულაევია, მოსკოვსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქში მუშაობდა. მათ ანგარიშზეა თავდასხმები, მკვლელობები, მკვლელობის მცდელობა, ფულის გამოძალვა და სხვა მძიმე დანაშაულები. დამნაშავეთა შორის, რომელთა ასაკი 29-დან 52 წლამდე მერყეობს, სამი პოლიციელია. ისინი დაჯგუფების მფარველობაში არიან ბრალდებულნი. ამოღებულია 21 ცეცხლსასროლი იარაღი. РЕН-ТВ დამნაშავეთა დაკავების კადრებს ავრცელებს.