loader

სროლა ნიუ ორლეანში - დაღუპულია 3, დაშავებულია 7 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა ნიუ ორლეანში - დაღუპულია 3, დაშავებულია 7

ამერიკის ქალაქ ნიუ ორლეანში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაჭრილია შვიდი ადამიანი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის პოლიცია არკვევს, რას უკავშირდება მომხდარი შემთხვევა.

მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტეხასის შტატის ქალაქ რობსთაუნში, მოხუცებულთა სახლში მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. მკვლელის ნეიტრალიზება პოლიციის მოსვლამდე მოხდა. მისი ვინაობა უცნობია.