loader

დონალდ ტრამპი მთავრობის მუშაობის შეწყვეტით იმუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპი მთავრობის მუშაობის შეწყვეტით იმუქრება

დონალდ ტრამპი მთავრობის მუშაობის შეწყვეტით იმუქრება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა. "მზად ვარ, მთავრობის მუშაობა შევწყვიტო, თუ დემოკრატები საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საკმარის ხმებს არ მოგვცემენ. კერძოდ, საუბარია კედლის მშენებლობაზე. ჩვენს ქვეყანაში დიდი ხალხი უნდა ჩამოდიოდეს", - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. არალეგალური იმიგრაციის საკითხი რეგულარულ დავას იწვევს ტრამპსა და დემოკრატებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტის ინიციატივები რადიკალურად და არაეფექტურად მიაჩნიათ.