loader

სომხეთში განვითარებული მოვლენები მოსკოვში შეშფოთებას იწვევს - სერგეი ლავროვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთში განვითარებული მოვლენები მოსკოვში შეშფოთებას იწვევს - სერგეი ლავროვი

სომხეთში განვითარებული მოვლენები პოლიტიკური ოპონენტების დევნის შესახებ ქვეყნის ახალი მთავრობის სიტყვებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი, როგორც სომხეთის მოკავშირე, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებით არის დაინტერესებული. "ის, რაც ახლა იქ ხდება, შეშფოთებას იწვევს", - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, 27 ივლისს, ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაკავების სანქცია გასცა. ექსპრეზიდენტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობაში სდებენ ბრალს.