loader

ესპანეთში ქართველი „კანონიერი ქურდები“ რესტორანში ყოფნისას დააკავეს - ისინი, სავარაუდოდ, კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში ქართველი „კანონიერი ქურდები“ რესტორანში ყოფნისას დააკავეს - ისინი, სავარაუდოდ, კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ მარბელიაში ორი ქართველი და ერთი სომეხი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთის მოქალაქე ა.ს. და საქართველოს მოქალაქეები ლ.ბ. და ი.ფ.

სამივე მამაკაცი მარბელიას ერთ-ერთო რესტორანში დააკავეს. სავარაუდოდ, რესტორანში გამართულ შეხვედრაზე ისინი ერთ-ერთი კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ.

სამივე მამაკაცის დაკავება ივნისში ჩატარებული ხმაურიანი ოპერაციის გაგრძელებაა, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით 129 ადამიანი დააკავეს.