loader

შვილზე სექსუალური ძალადობისთვის, კრივში ყოფილ ჩემპიონს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვილზე სექსუალური ძალადობისთვის, კრივში ყოფილ ჩემპიონს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

კრივში ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს, არგენტინელ კარლოს ბალდიმორს, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
არგენტინის ქალაქ სანტა ფეში სასამართლო პროცესი ჩატარდა, სადაც ყოფილი მოკრივე თავის შვილზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს, პროკურორი კი 20-წლიან პატიმრობას ითხოვს.

ბალდიმორი ციხეში 2017 წლის 26 დეკემბრიდან ზის. თითქმის ერთი წლის შემდეგ კი გამოძიებამ მისი ბრალეულობა დაამტკიცა. ყოფილმა სპორტსმენმა თავის შვილზე ძალადობა 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც გოგონა 7 წლის იყო.

ეს ამბავი მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც მსხვერპლის დედამ პოლიციას მიმართა.