loader

შვედეთში უცნობმა პირებმა ღამის განმავლობაში 80-ზე მეტ ავტომობილს წაუკიდეს ცეცხლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვედეთში უცნობმა პირებმა ღამის განმავლობაში 80-ზე მეტ ავტომობილს წაუკიდეს ცეცხლი

შვედეთში, გეტებორგსა და ტროლჰეტანში უცნობმა პირებმა გუშინდელი ღამის განმავლობაში, სულ მცირე, 80 ავტომობილი დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი SVT ავრცელებს.

"ჩვენ გვქონდა პერიოდები, როდესაც ბევრი ხანძარი ფიქსირდებოდა, მაგრამ ერთსა და იმავე საღამოს, მცირე დროის მონაკვეთში სხვადასხვა ადგილას ამდენი ხანძარი ერთდროულად არ მახსენდება", - განაცხადა შვედეთის დასავლეთ რეგიონის პოლიციის წარმომადგენელმა ულა ბრემემ.

Göteborgs Posten-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიციამ განმარტა, რომ შესაძლოა, აქცია კოორდინირებული იყო სოციალური ქსელების მეშვეობით. თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს. მათ ხელში ეკავათ ბენზინის ბიდონი და ხელკეტები, რომლებითაც ავტომანქანების მინებს ამსხვრევდნენ.

ტროლჰეტანში კი პოლიციის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს.

"ახალგაზრდები პოლიციას ქვებს ესროდნენ. მათ სახეები დაფარული ჰქონდათ, რათა მათი იდენტიფიცირება რთული ყოფილიყო", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.