loader

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს 80 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს 80 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ასეთი გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა ვირჯინიას შტატის ქალაქ ალექსანდრიაში გამართულ სასამართლო სხდომაზე მიიღეს.

საერთო ჯამში მანაფორტს ბრალი 18 ეპიზოდზე ჰქონდა წაყენებული, თუმცა 10 მათგანზე ნაფიცმა მსაჯულებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და შესაბამისი საქმეების განხილვა არშემდგარად გამოცხადდა.