loader

აშშ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც რუსულ საზენიტო სარაკეტო სისტემას შეიძენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც რუსულ საზენიტო სარაკეტო სისტემას შეიძენს

აშშ-ის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც ნატო-ს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 არ უნდა შეისყიდოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში შეშფოთებას იწვევს ის, რომ ნატო-ს ისეთი მოკავშირე, როგორიცაა თურქეთი, შეიძლება ფლობდეს С-400-ს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებაში სანქციებს დააწესებენ რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400-ის შესყიდვის შემთხვევაში.