loader

როგორ გამოემშვიდობა ჯონ მაკკეინს მეუღლე - ამერიკელი სენატორის ცხედარი კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოემშვიდობა ჯონ მაკკეინს მეუღლე - ამერიკელი სენატორის ცხედარი კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენეს

ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ცხედარი, საპატიო ყარაულის თანხლებით, არიზონის შტატის ქალაქ ფენიქსში, კაპიტოლიუმის შენობაში გადაასვენეს. ცერემონიის ამსახველი კადრები ახალი ამბების სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

პროცესიას დაესწრნენ მაკკეინის მეუღლე და შვილი, ჯეკ მაკკეინი, რომელმაც დროებით ავღანეთის მისია დატოვა და მამის გარდაცვალების გამო სამშობლოში დაბრუნდა.
სენატორის ცხედარს ვაშინგტონის კაპიტოლიუმშიც გადაასვენებენ.

მაკკეინი 81 წლის ასაკში, ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. მას 2 სექტემბერს, მერილენდის შტატში, ქალაქ ანაპოლისში დაკრძალავენ. ცერემონიას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაესწრება.
დაკრძალვაზე ქართულ დელეგაციას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე წარმოადგენენ.