loader

კადრები ჯონ მაკკეინის დაკრძალვიდან: როგორ გააცილა აშშ-მა სენატორი უკანასკნელ გზაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ჯონ მაკკეინის დაკრძალვიდან: როგორ გააცილა აშშ-მა სენატორი უკანასკნელ გზაზე

სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალეს. მედიის ინფორმაციით, სენატორი სამხედრო პატივით დაკრძალეს. სენატორი მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

მაკკეინთან გამოსამშვიდობებლად ვაშინგტონში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, მაღალჩინოსნები, ბიზნეს და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ასევე იმყოფებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული დელეგაციები, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია.

სენატორის სურვილის გათვალისწინებით, დაკრძალვაზე არ მიუწვევიათ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.