loader

კადრები იაპონიიდან, სადაც უძლიერესი ტაიფუნი მძვინვარებს და 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები იაპონიიდან, სადაც უძლიერესი ტაიფუნი მძვინვარებს და 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

იაპონიაში ტაიფუნ "ჯების" გამო ოსაკას, გიფუს, მიესა და აიტის პრეფექტურებში ელექტროენერგიის გარეშე 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა.

ტაიფუნის შემდეგ იაპონიის ამ ნაწილში მზიანი ამინდია, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა კი კონდიციონერებითა და ვენტილატორებით ვერ სარგებლობს.

ოსაკას პრეფექტურაში ელექტროენერგიის არარსებობის გამო 2000 შუქნიშანია გამორთული, რაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკს ზრდის.

ამ დროისთვის ტაიფუნს 9 ადამიანი ემსხვერპლა, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები კი 300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.



ასევე დაგაინტერესებთ: იაპონიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი მძვინვარებს: ევაკუირებულია მილიონზე მეტი ადამიანი