X
"შიში"- სკანდალური წიგნი დონალდ ტრამპზე გაყიდვაში 11 სექტემბერს გამოვა
21:16 / 05-09-2018
2017 წელს მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადის რეჟიმმა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს ბაშარ ასადის ლიკვიდაცია მოსთხოვა, - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი ჟურნალისტის ბობ ვუდვორდის წიგნში „შიში“, რომლის ნაწყვეტს ამერიკული გაზეთი The Washington Post აქვეყნებს.

როგორც The Washington Post იუწყება, ბობ ვუდვორდის წიგნი მოწმეების ინტერვიუებს ეფუძნება.

თავის წიგნში ბობ ვუდვორდი წერს, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს დაურეკა და ყვირილით უთხრა: „ბოლოს და ბოლოს მოვკლათ ეს ასადი! მოდით შევუტიოთ! ყველანი მოვკლათ!“.

თავის მხრივ, ჯეიმს მატისმა დონალდ ტრამპს უპასუხა, რომ აშშ-ს პასუხი გააზრებული უნდა იყოს.

20017 წლის აპრილში ქალაქ ჰან-შეიჰუნში ქიმიური თავდასხმის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა. საპასუხოდ აშშ-მ საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიაში სამთავრობო ძალების პოზიციაზე.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა