loader

იაპონიაში მძვინვარე ტაიფუნის ყველაზე საშინელი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიაში მძვინვარე ტაიფუნის ყველაზე საშინელი კადრები

იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი, "ჯები" დაატყდა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური საინფორმაციო სააგენტო "კიოდო" ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 350 დაშავდა. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნის შედეგად ქალაქ ოსაკას საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა.

ტაიფუნი "ჯების" გამო იაპონიის დასავლეთ ნაწილში ასობით რეისი გაუქმდა, გაჩერებულია მატარებლების მოძრაობაც.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტაიფუინი საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს.