loader

ძლიერი ტაიფუნის შემდეგ იაპონიაში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი ტაიფუნის შემდეგ იაპონიაში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდ ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება. ტელეარხის ინფორმაციით, დაშავებულია 200 ადამიანი, ხოლო 30 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

გუშინ იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ საპოროდან 60 კილმეტრის დაშორებით იყო.

ზოგიერთ რაიონებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციის ბრძანება გასცა. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა და ხელისუფლება ზიანის შეფასებას ახორციელებს.

მაშველები ასევე განაგრძობენ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნის ოპერაციას.



ასევე დაგაინტერესებთ: იაპონიაში მძვინვარე ტაიფუნის ყველაზე საშინელი კადრები

კადრები იაპონიიდან, სადაც უძლიერესი ტაიფუნი მძვინვარებს და 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

იაპონიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი მძვინვარებს: ევაკუირებულია მილიონზე მეტი ადამიანი