loader

როგორ გამოიყურება კოსმოსიდან ქარიშხალი "ფლორენსი", რომლის გამოც, 1 მილიონამდე ადამიანმა საკუთარი სახლები უნდა დატოვოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება კოსმოსიდან ქარიშხალი "ფლორენსი", რომლის გამოც, 1 მილიონამდე ადამიანმა საკუთარი სახლები უნდა დატოვოს

ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში, რომლებსაც ქარიშხალი "ფლორენსი" უახლოვდება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გათვალისწინებით, ქარიშხლით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებაში ფედერალური ხელისუფლების წილი 75%-ს შეადგენს.

სამხრეთ კაროლინაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, 1 მილიონამდე ადამიანმა საკუთარი სახლები უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი "ფლორენსი" აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ის სანაპიროს უახლოესი ხუთი დღის მანძილზე მიაღწევს.