loader

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და აგრესიული გეგმები არ აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და აგრესიული გეგმები არ აქვს

რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა, მას აგრესიული გეგმები არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო წვრთნების "აღმოსავლეთი-2018" ფარგლებში განაცხადა.

"რუსეთი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა. მას აგრესიული გეგმები არ აქვს და ვერც ექნება. მიუხედავად ამისა, რუსულ ჯარს შეუძლია, პოტენციურ სამხედრო საფრთხეებს წარმატებით გაუმკლავდეს", - განაცხადა პუტინმა.

სამხედრო წვრთნები "აღმოსავლეთი-2018" 11 სექტემბერს დაიწყო და ერთი კვირა გაგრძელდება. წვრთნები შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიაზე და წყნარი ოკეანის აკვატორიებში რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მეთაურობით მიმდინარეობს.