loader

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს - ესპანური მედია დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს - ესპანური მედია დაკავების კადრებს ავრცელებს

კატალონიის პოლიციამ სპეცოპერაციის ფარგლებში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავა. როგორც ესპანური მედია იუწყება, თხუთმეტივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. ისინი ორი დაჯგუფების წევრები არიან. დაკავებულებს შორის ასევე არის ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდი“. მისი ვინაობა არ დასახელებულა, თუმცა ნახსენებია, რომ იგი 53 წლისაა და წარსულში ნასამართლევი იყო რუსეთში.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ბარსელონაში ათეულობით ბინისა და სახლის გაძარცვა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 13 ათასი ევრო, ორი კილოგრამი ოქროს ნაკეთობები და ბინის გაქურდვისთვის საჭირო ინსტრუმენტები ამოიღეს. 13 დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ორი გირაოთი გაათავისუფლა.