loader

შთამბეჭდავი კადრები ბაქოდან, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთმა დიდმა ტალახის ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შთამბეჭდავი კადრები ბაქოდან, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთმა დიდმა ტალახის ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

ბაქოს გარადაღის რაიონში მსოფლიოში ერთ-ერთმა დიდმა ოტმან-ბოზდაგის ტალახის ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იუწყება.
უწყების ინფორმაციით, ამოფრქვევა დილით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
„ამოფრქვევის სიმღლე 200-300 მეტრს აღწევს. ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა მრავალირცხოვანი ნაპრალები, რომელთა სიღრმე 40 მეტრია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ოტმან-ბოზდაგი ბოლოს 2017 წლის თებერვალში ამოიფრქვა. ვულკანი ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც დასახლებული არ არის.