loader

ილონ მასკს სასამართლოში უჩივიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილონ მასკს სასამართლოში უჩივიან

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების ფედერალურმა კომისიამ კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელის, ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა.

საქმე ეხება მასკის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებმაც, როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, აქციონერების დაბნეულობა გამოიწვია. მაშინ მასკმა გამოაცხადა, რომ აპირებდა კომპანიის აქციების სრულად ჰამოსყიდვას და მის კერძო, დახურულ კომპანიად გადაქცევას. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

სარჩელი შეტანილია მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში. ფედერალური კომისია ბრალს სდებს მასკს, რომ მან არც კი გააფრთხილა და განიხილა აღნიშნული საკითხი პარტნიორებთან. როგორც გამოცემა დასძენს, აშშ-ის კანონმდებლობა კრძალავს კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ ცრუ განცხადებების კეთებას, რამაც შესაძლოა დაბნეულობა გამოიწვიოს ინვესტორებში.