X
კადრები ინდონეზიიდან, სადაც მიწისძვრისა და ცუნამის მომენტია ასახული - დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა
12:20 / 29-09-2018
ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამსახური ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 350 ადამიანს შეადგენს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ამდენი ადამიანის დაღუპვა მიწისძვრამ გამოიწვია თუ ცუნამმა.

შეგახსენებთ, გუშინ ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში ძლიერი ტაიფუნი ჩამოყალიბდა, რომელსაც მეხუთე კატეგორია მიენიჭა და იაპონიისა და ტაივანის მიმართულებით მიემართება.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]