loader

მეჩეთში დამონტაჟებულ ვიდეოკამერაში, ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის პირველი წამები ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეჩეთში დამონტაჟებულ ვიდეოკამერაში, ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის პირველი წამები ჩანს

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამსახური ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 350 ადამიანს შეადგენს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ამდენი ადამიანის დაღუპვა მიწისძვრამ გამოიწვია თუ ცუნამმა.

შეგახსენებთ, გუშინ ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში ძლიერი ტაიფუნი ჩამოყალიბდა, რომელსაც მეხუთე კატეგორია მიენიჭა და იაპონიისა და ტაივანის მიმართულებით მიემართება.


ასევე დაგაინტერესებთ: რა ხდება ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ

კადრები ინდონეზიიდან, სადაც მიწისძვრისა და ცუნამის მომენტია ასახული - დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა