loader

როგორ გამოიყურება ინდონეზია მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, რომელსაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება ინდონეზია მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, რომელსაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა, კიდევ 2000-მდე ადამიანი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდეს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.

ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება 16 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, ჰუმანიტარულ დახმარებას კი 2,4 მილიონი ადამიანი საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად 28 სექტემბერს 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის, რამდენიმე საათში კი კიდევ ერთი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია.



ასევე დაგაინტერესებთ: რა ხდება ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ

მეჩეთში დამონტაჟებულ ვიდეოკამერაში, ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის პირველი წამები ჩანს