loader

ბოლო 55 წლის განმავლობაში პირველად, ნობელის ლაურეატი ფიზიკის დარგში ქალი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბოლო 55 წლის განმავლობაში პირველად, ნობელის ლაურეატი ფიზიკის დარგში ქალი გახდა

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში ამერიკელი ართურ აშკინი, ფრანგი ჟერარ მურუ და კანადელი დონა სტრიკლენდი გახდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ნობელის კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გადაწყვეტილების შესახებ მეცნიერებს ნობელის კომიტეტის გენერალურმა მდივანმა თომას პერლმანმა აცნობა.

აშკინმა, მურუმ და სტრიკლენდმა ნობელის პრემია "ლაზერულ ფიზიკაში ინოვაციური აღმოჩენებისთვის, კერძოდ კი, მაღალი ინტენსივობის ულტრამოკლე ოპტიკური იმპულსების წარმოშობის მეთოდისთვის" მიიღეს.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება. წელს პრემიის ოდენობა 940 ათას აშშ დოლარს შეადგენს.