loader

2 დამანგრეველი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 დამანგრეველი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე, სადაც გასულ კვირაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ვულკანმა გაიღვიძა. ამის შესახებ ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური რისკების შემცირების ცენტრი იუწყება.

ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დაიწყო. სპეციალისტების პროგნოზებით, ვულკანური ფერფლის ღრუბელი დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და ქალაქ მანადოში მდებარე აეროპორტის მუშაობას ხელს არ შეუშლის.

ცენტრის სპეციალისტები ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, ვულკანიდან 6 კილომეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.



ასევე დაგაინტერესებთ: 1200-ზე მეტი გარდაცვლილი და ნანგრევებად ქცეული ქალაქი - რა ხდება ინდონეზიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ

მეჩეთში დამონტაჟებულ ვიდეოკამერაში, ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის პირველი წამები ჩანს