loader

სააკაშვილმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა და ვერ ვხედავ აქედან გამოსავალს - ვლადიმერ პუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა და ვერ ვხედავ აქედან გამოსავალს - ვლადიმერ პუტინი

სააკაშვილმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა და გულწრფელად გეუბნებით, ვერ ვხედავ აქედან გამოსავალს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

"ჩვენ ვხედავთ დადებით სიგნალებს, ჯერჯერობით ცოტა თავშეკავებულს, თუმცა მაინც დადებითს საქართველოს ახალი მთავრობისგან. ის, რომ დანიშნულია სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში, რა თქმა უნდა, ამას არა მარტო ვხედავთ, არამედ მივესალმებით და იმავეთი ვუპასუხეთ, ვინაიდან მაშინ არ იქნებოდა კარასინთან შეხვედრა. მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო არსებულ პრობლემებზე. მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა. გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს, აქედან რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ. რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. არც საქართველოს შეუძლია დათანხმდეს მათი დამოუკიდებლობის აღიარებაზე. წარმოდგენა არ მაქვს, რისი გაკეთება შეგვიძლია" - დასძინა პუტინმა "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტის შეკითხვის პასუხად.