loader

საქართველოში გემრიელი ღვინო აქვთ, ვერაფერს იტყვი - ვლადიმერ პუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში გემრიელი ღვინო აქვთ, ვერაფერს იტყვი - ვლადიმერ პუტინი

"მეცხრე არხის" ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შესახებ დაუსვა კითხვა. სანამ კითხვაზე გადავიდოდა, ჟურნალისტმა გამოსვლა შემდეგი ტექსტით დაიწყო: "ხარისხიანი ქართული ღვინო მაქვს, მაგრამ სასტუმროში დავტოვე, ვინაიდან არ ვიცოდი, შემომიშვებდნენ თუ არა ღვინით". პუტინმა ჟურნალისტს ფრაზა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ღვინოს სიამოვნებით დააგემოვნებდა, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ ის ღვინოს პრესსამსახურს გადასცემს.

"გემრიელი ღვინო აქვთ საქართველოში, ვერაფერს იტყვი. საქართველოში ღვინის კეთების განსაკუთრებული კულტურაა და ის მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლეთ ევროპის ღვინის კულტურისგან", - აღნიშნა პუტინმა.

რაც შეეხება ქართული პროდუქციის შეტანას რუსულ ბაზარზე, ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უნდა გადაიხედოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ვალდებულებები და თუ რუსეთს ევალება, შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. "ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს ეკონომიკისთვის შეიძლება ეს უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა საქმე ამაში სულაც არ არის. საქართველომ ჩვენს მსო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ საკითხი მოხსნა. ამიტომ ჩვენ უნდა მივბაძოთ და ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ" - დასძინა პუტინმა.