loader

რუსეთის ციხიდან პატიმარი ვერტმფრენით გაიქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის ციხიდან პატიმარი ვერტმფრენით გაიქცა

რუსეთში, ვოლოგოდის ოლქის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან, 22 მარტს 36 წლის პატიმარი ვერტმფრენის საშუალებით გაიქცა. ერთ-ერთი რუსული ინტერნეტსაიტი ავრცელებს სამეთვალყურეო კამერებით გადაღებულ ექსკლუზირ კადრებს, სადაც ჩანს როგორ აჰყავს ვერტმფრენს თოკზე ჩამოკიდებული პატიმარი. განსასჯელს სამი ადამიანის მკვლელობისათვის 24 წელი ჰქონდა მისჯილი.

გაქცევა ხანმოკლე გამოდგა: პატიმარი და მისი დამხმარე ორი მეგობარი, მეორე დღესვე, ციხიდან ოცდაათი კილომეტრის მოშორებით დააკავეს.